ჩვენი მომხარებელი

მოდის სახლი “MAIASI” უზრუნველყოფს სხვადასხვა სფეროში მომსახურე პერსონალის კორპორატიული და პროფესიონალური უნიფორმის წარმოებას, პროფესიული დანიშნულების საერთო კონცეფციის გათვალისწინებით.

დღესდღეობით მრავალი კომპანია და ორგანიზაცია მიილტვის,რომ მათ თანამშრომლებს გააჩნდეს ერთიანი, გუნდური სპეციალური სამოსი,რომელიც არა მარტო დაიცავს პერსონალს დაზიანებებისა და წარმოების სხვა საშიში მოვლენებისაგან, მეტიც: ერთნაირად(იდენტურად) ჩაცმული თანმშრომელი გავლენას ახდენს მათ ქვეცნობიერებაზე და აერთიანებს ერთიანი, საერთო მიზნის მისაღწევად. გუნდში ფსიქოლოგიური კლიმატი უმჯობესდება,რაც ზრდის შრომის პროდუქტიულობას.

სამედიცინო დაწესებულებები

საბანკო და სხვადასხვა კორპორაცია

საგანმანათლებლო ორგანიზაციები

კაფე-რესტორნები

ექსკლუზიური დიზაინის ინდივიდუალური დრესკოდი: სასტუმროების, დასასვენებელი სახლებისა და სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაციებისათვის. საძინებელი თეთრეული,მაგიდის თეთრეული,ოთახის ინტერიერი, სხვადახვა სახის აქსესუარი რესტორნებისა და კაფეების ავეჯისათვის.

,,სასწავლო სტილის“ უნიფორმის წარმოება საქართველოს სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის.

მედიცინის პერსონალისათვის ვაწარმოებთ: კაბები, კოსტუმები, ანსამბლი, ქუდები, (ქალის და მამაკაცის) -ოპერაციებისათვის, სამედიცინო მანიპულაციებისათვის, პათოლოგიური პროცესისათვის, ასევე უნივერსალური და სხვადასხვა კატეგორიის მომსახურე პერსონალისათვის.

მედ. ინსტიტუტის სტუდენტებისათვის(მოდური სტილით,ნათელი ფერებით,არასტანდართული გადაწყვეტილებებით).