ჩვენ ვქმნით ნებისმიერი სირთულის დრესკოდის უნიკალურ დიზაინს, თქვენი კორპორატიული კულტურის სპეციფიკის შენარჩუნებით. ჩვენ გთავაზობთ კომფორტს საუკეთესო შრომის ეფექტურობით! ჩვენი მხატვარ-დიზაინერების შემოქმედებითი გუნდი გააცოცხლებს თქვენს ნათელ ფანტაზიებს და გახდის თქვენი სამოსის ფორმას უჩვეულოსა და უნიკალურს! ჩვენ შევიმუშავებთ თქვენი კომპანიის ექსკლუზიურ სამოსს კორპორატიულ ფერებში, თქვენი კომპანიის ლოგოთი და სახელწოდებით. ინოვაციური და ახალი ტექნოლოგიური(ჭკვიანი) ქსოვილების გამოყენებით ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის დიზაინერულ(საავტორო)პროდუქციას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ჩვენი გუნდი, ინდივიდუალური და მასობრივი წარმოების პირობებში გთავაზობთ სხვადასხვა სირთულის სამკერვალო ნაწარმის ტექნოლოგიურ დაგეგმარებას და დამზადებას, აქსესუარების შერჩევას, ესკიზებისა და დიზაინის შემუშავებას.
ჩვენ ვქმნით კრეატიულ, ხარისხიან და კონკურენტუნარიან პროდუქციას მოდის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად.
კომპანია გთავაზობთ: პროდუქციის ბრენდირებულ შეფუთვას, დამკვეთის ლოგოთი(ბრენდინგი) ნაქარგი, სააავტორო ნაქარგით, ექსკლუზიური შეფუთვა.
მომხმარებელს ექნება საშუალება მიიღოს დიზაინერის რეკომენდაციები,შეიძინოს ჩვენი წარმოებული პროდუქცია ადგილზე მიტანის სერვისით.