ჩვენ შესახებ

მოდის სახლი “MAIASI” უზრუნველყოფს სხვადასხვა სფეროში მომსახურე პერსონალის კორპორატიული და პროფესიონალური უნიფორმის წარმოებას, პროფესიული დანიშნულების საერთო კონცეფციის გათვალისწინებით.

ჩვენი მიზანი:

ვაწარმოოთ ექსკლუზიური დიზაინის ინდივიდუალური დრესკოდი:  ნოვატორული ტექნოლოგიებით დამზადებული ეკო-ქსოვილებისგან ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის, მაქსიმალური კომფორტის პერსონალურ უნიფორმას, სახელმწიფოს შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

 დღემდე უნიფორმის ძირითადი დანიშნულება და ფუნქცია იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, თანამედროვე მოდის ტენდენციებმა განაპირობა ახალი მიმართულების განვითარება-ინდივიდუალური იმიჯის ფორმირება სხვადასხვა სფეროს მომსახურე პერსონალისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის. უნიფორმა -დრესკოდი განაპირობებს თითოეული ორგანიზაციის(კომპანიის) სტატუსის ამაღლებას, კორპორატიული ეთიკის პატივისცემას და თანამედროვე ცხოვრებაში გახდა კეთილდღეობისა და წარმატების მკაფიო სიმბოლო.

მოდის სახლი “MAIASI” ძირითადი დანიშნულებაა:

  • სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების პერსონალის კომფორტული შრომის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • შრომის ეფექტურობა გარე ფაქტორების მაქსიმალური დაცვით და კომფორტის ოპტიმალური ბალანსით.
  • ვიზუალურობის მიმართ ახალი ტენდენციების მოთხოვნის დაკმაყოფილება კორპორატიული იდენტურობის განვითარებისათვის.

ჩვენი წარმოებული პროდუქცია არის მცდელობა, გავაერთიანოთ ფუნქციები, კომფორტი და სტილი, არასტანდარტული სილუეტი, ფერთა კრეატიული შერწყმა, კომპანიის ლოგო (ბრენდინგი) ნაქარგი, კონტრასტული, ნათელი აქსესუარები და სეზონური მოდელების სხვადასხვა ატრიბუტი.

 

წარმოებისათვის მოვიხმართ ეკო-ტექნოლოგიით დამზადებულ ანტიალერგიულ ქსოვილებს. მომხამრებელს მივაწვდით მაღალი ხარისხის კომფორტული ნაწარმს სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტის რეკომენდაციით.